ზაალ უდუმაშვილი: შს მინისტრი დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება გრძნობს მოახლოებულ პოლიტიკურ დასასრულს და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას გამოსავალი შესთავაზოს, ცდილობს დესტაბილიზაციას და არეულობის შემოტანას. უდუმაშვილის მტკიცებით, შს მინისტრი გიორგი გახარია დაკავებულია სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით. "ბოლო კვირების განმავლობაში მათი შტაბის უფროსები და წევრები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები აქტიურად ცდილობენ ხელის შეუშალონ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ კომბინატის დასახლებაში, სოფელ ნარაზენში, ჭითაწყარსა და ურთაში. უფრო მეტიც პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია ხელმძღვანელობს ახორციელებენ სანდრა რულოვსისა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ. სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაიწყეს დევნა და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გუშინ "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა დაჭრა ასევე ოცნების აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრის გიორგი გახარია, რომლის მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა. ეს მაშინ, როდესაც კრიმინალი 60% არის გაზრდილი. იმის მაგივრად, რომ მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არჩევნების გაყალბების მცდელობით. მმართველი პარტია, მოქალაქეებისთვის გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად ცდილობს არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს, თუმცა მინდა ისინი დავარწმუნო, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება საქართველოში სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზაალ უდუმაშვილის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაალ უდუმაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაალ უდუმაშვილის ემოციური დამშვიდობება მაყურებელთან დიანა...
avto kakachishvili
ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ქვეყანაში პუტინიზაცია მიმდინარეო...
მთავარი ამბები
ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგზე
Geopressnews