„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომაც სპეცკულაციებს ეწევიან

04/12/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრის მამუკა წოწერია განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციისა და მისი მერობის კანდიდატისთვის ზუგდიდი უცხოა და კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომაც, მისივე თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებსა და სპეკულაციებზე მიდის. წოწერია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის შტაბი მათ აქტივისტებს დავალებებს არ აძლევს და ადამიანებს რულოვსთან პრეტენზიები და კითხვები 9 წლიანი პერიოდის გარშემო აქვთ.
„პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გამოძიებას აწარმოებს შსს და ვართ დარწმუნებულები, რომ უზრუნველყოფს ყველგან მშვიდ და კონკურენტულ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ აწარმოოოს კონკრეტული გზავნილებით საარჩევნო კამპანია, ხოლო „ნაციონალური მოძროაბისთვის“ ზუგდიდი უცხოა და მათთვის კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომ ეწევიან სპეკულაციებს. ჩვენ კი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მათი მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების პროტესტზე, თუმცა ეს არ გასცდება კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებს“, - უთხრა ჟურნალისტებს წოწერიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კანდიდატებს „ქართული ოცნების“ შტაბის წერები და ქტივისტები სამართალდამცავებთან ერთად უთხვალთვალებენ, წოწერია ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ხდება და შესაძლოა, თავად ოპოზიციური პარტიის წევრებს „აერიათ რაღაც“. მამუკა წოწერია ასე უარყოფს კავშირს ანა წითლიძის მიერ დასახელებულ გვარებთან და განმარტავს, რომ შესაძლოა, ისინი მმართველი გუნდის პოლიტიკური მხარდამჭრები იყვნნენ.
„რაც შეეხება სქრინებს და მესიჯებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ფალსიფიცირებები ნამდვილად არ უჭირს“, - თქვა წოწერიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია კონკრეტულ დავალებებს აძლევს პოლიციელებს, მათ შორის კი ლევან კვარაცხელიას, რისი ამსახველი მიმოწერაც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს ანახა. ასევე, მისივე თქმით, მათ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ \"ქართული ოცნების\" ნარაზენის შტაბის ზონის უფროსი ცოტნე ქორთუა და სხვა წევრები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაყვებოდნენ სანდრა რულოვსს. მათ ამის ამსახველი ფოტო - ვიდეო მასალაც წარადგინეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან