„ქართული ოცნება":ენმ-ის მიმართ საზოგადოების მწვავე კითხვებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ
04/11/2019
Radio Atinati-ის
მიერ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და გეგა შენგელიას საარჩევნო შტაბის წევრმა სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა. ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უთხრა, რომ გიორგი გოგინავას მათთან არავითარი კავშირი არ აქვს. „ეს ბრალდება არის მტკნარი სიცრუე და მათი ხელწერა. სამწუხაროდ, მოსახლეობას აქვს მწარე მეხსიერება მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული დანაშაულის შესახებ და ბუნებრივია, ექნება მწვავე შეკითხვები. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რომ ვინმემ რამე კითხვა დასვას, მაგრამ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, კამპანია ჩაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, რადგან ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს პრინციპულად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. რაც შეეხება გოგინავას, მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, როგორც ვიცი, მას „ქართულ ოცნებასა“ და შენგელიას საარჩევნო შტაბთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა წოწერიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობასთან მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე \"ქართული ოცნების\" აქტივისტი გიორგი გოგინავა პროვოკაციის მოწყობას და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. ოპოზიციურმა ძალამ დღეს სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. მათი მტკიცებით, გოგინავა აქამდეც მონაწილეობდა დარბევებში. ამ ეტაპზე კი ის გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს.ინციდენტისა და გოგინავას „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ოპოზიციამ ჟურნალისტებს მიაწოდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm