დასრულდეს ბანდიტური მმართველობა - ზუგდიდში აქცია დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და მოქალაქეების ნაწილის საპროტესტი აქცია დასრულდა. შეკრებილებმა „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია გააპროტესტეს. მათი თქმით, ჩანაწერებმა ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში იყო, პასუხი გასცა. „უნდა დასრულდეს ივანიშვილის მმართველობა, რომელიც არის ძალადობის, მაფიოზური მმართველობის ვერტიკალი. ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. ყველამ დავინახეთ, რომ ივანიშვილი მართავს მაფიოზური მეთოდებით, როგორც ჩვეულებრივი ბანდიტი და უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას... ჩვენ ვართ დანაშაულებრივ მმართველობაში“, - აღნიშნა ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ. აქციაზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კიდევ ერთ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა იმყოფებოდა. ქარდავას შეფასებით, დღის წესრიგში დგას „ქართული ოცნების“ სამართლებრივი დელეგიტიმაციის საკითხი. მან ვადამდელი სამართლებრივი არჩევნების შესახებაც ისაუბრა. „28 ოქტომბერს ხალხი უნდა მოვიდეს, დააფიქსიროს პროტესტი და ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რითაც აღადგენს პრეზიდენტის ინსტიტუტს და შემდეგ შეგვეძლება, რომ დავნიშნით ვადამდელი საპარლამენტოარჩევნები... ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს, უნდა დაუბრუნდეს მათ“, - თქვა ზოდელავამ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით, მათ შორის, „ბიძინა ბარიგა“, „სალომე პუტინის პროექტი“, „სალომე კანაფის დედოფალი“... „მეგონა, ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ქვეყანა წავიდა ყველანაირად უკან... კადრებით მოსული ხელისუფლება ისევ კადრებით უნდა წავიდეს“, - თქვა სტუდენტმა ოთარ შენგელიამ. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ ის გაურიგდა ხელისუფლებას და ჩაჯდა ციხეში, თუმცა მათი გარკვეული ქმედებებით უკმაყოფილოა. აქვე ისმის რამდენიმე გახმაურებული საქმე. სუბელიანი ხაზს უსვამს, რომ საქმეეთნა დაკავშირებული ინფორმაცია ჩაწერილი და დაარქივებულია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საგარეჯო-ბადიაურის გზის მშენებლობა
TV IMEDI
ეპიზოდი II - გადარჩენილი პოლიციელი
whitenoise movement
ამერიკელები ავღანეთში ომის დასრულებას ითხოვენ
ამერიკის ხმა
დასრულდეს „ოცნება“ დასრულდეს ძილი, ჩვენია ეს ქვეყანა - ანა ნ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ეპიზოდი VI - 13 გასეირნება
whitenoise movement
ეპიზოდი V - ურჩი ტრაქტორისტი
whitenoise movement
ეპიზოდი IV - ომის ვეტერანი
whitenoise movement
ნაჯა ორაშვილი / Naja Orashvili
Movement