ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე ვიცე-მერ გია გულორდავასა და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამოძიებას ითხოვს. საკითხის შესახებ მოკვლევის დაწყების მოთხოვნით მან ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. წითლიძის თქმით, საუბარია ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებული ფართის დაკანონებასა და ამავე ადგილზე მშენებლობის დაწყებაზე. „ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას პატრონაჟით სანდრო სორდიას მამა ცდილობს ბიზნესის უკეთ მოწყობას. დემნა სორდიამ 2016 წლის აპრილში დაიკანონა ფართი, როცა მისი შვილი მერიაში იურისტი იყო, შემდეგ კი 2018 წელს ექსკლუზიურად მიიღო მშენებლობის უფლება მაშინ, როცა სანდრო სორდია საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ამ დრომდე ვერც ამ ფართის გაფორმებას ახერხებდა ვინმე და ვერც მშენებლობის ნებართვის მიღებას. განცხადებით ვითხოვთ დაიწყოს მოკვლევა ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სავარაუდო კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტზე“, - აღნიშნა წითლიძემ. გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, ამ ტერიტორიის გარშემო მესაკუთრეთა დავაც მიმდინარეობს, რომელშიც მერია უკანონოდ ჩაერთო და დემნა სორდიას მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სანდრო სორდიას მამაა. მუნიციპალიტეტის მერიაში კი ბრალდებებს უარყოფენ. მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ თქვა, რომ 2016 წელს ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება მოახდინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და არა მუნიციპალიტეტის მერიამ. „რაც შეეხება საკუთრების უფლებას, მერიას 25-მა მესაკუთრემ მიმართა, რომელთაც დაშენების უფლების მოპოვება მოითხოვეს. ჩვენ განვიხილეთ, მივეცით ნებართვა, მათ შორის იყო დემნა სორდიაც, რომელმაც, როგორც ვიცი, აღნიშნული ტერიტორია მემკვიდრეობით მიღებული ქონების საფუძველზე დაირეგისტრირა“, - აღნიშნა ქობალიამ. ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახურში კი ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
,,ენმ'': დიფერენცირებულ დაჯარიმებაში პატრულიც ჩაერთო და პოლი...
Radio Atinati
ენმ-მ ქალაქის საკრებულოში მუშაობის სამწლიანი პერიოდის ანგარი...
Radio Atinati
„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა
Radio Atinati
„ენმ”-მ ენგურის ხიდთთან მდუმარე აქცია გამართა
Radio Atinati
ენმ-მ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
TV Pirveli
ენმ-მ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად...
1tv Live
"ენმ-მ" მაჟორიტარობის კანდიდატად სენაკში კობა ნაყოფია წარადგ...
koba nakopia
ენმ-მ დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster