„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა

08/18/2016
Radio Atinati-ის მიერ

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე და უკვე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა.

მან დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც „ენმ“-ს რეგიონულ ოფისში გაიმართა, დეპუტატობის კანდიდატს საკრებულოს სხდომის რეგლამენტის დარღვევაშიც დასდო ბრალი. მისი თქმით, მერაბ ქვარაია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებს გაექცა და გუშინდელი სხდომა დახურა, რისი უფლებაც მას კანონით არ ჰქონდა.

„საუბარი გამაწყვეტინა და დახურა სხდომა. უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია გარეულია ყველა იმ კორუფციულ სქემაში, რომელიც არსებობს ზუგდიდში. ის უშუალოდ ლობირებს კომპანიებს, რომლებიც სისტემატიურად იგებს ტენდერში“

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ქვარაიას კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთხელ ჰქონია ბრიფინგი და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სურდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე პასუხების მოსმენა.

თავის მხრივ მერაბ ქვარაიამ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი \"ნაციონალების\" წინასაარჩევნო აგონიაა.

მერაბ ქვარაიამ თავმჯდომარეობის რანგში ბოლო სხდომა გუშინ გამართა, სადაც დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა \"ნაციონალური მოძრობიდან\" ანა წითლიძემ საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიში მოსთხოვა და მას ზუგდიდის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი სუსტი თავმჯდომარე უწოდა. თუმცა, მას ქვარაიამ სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან