ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე ზუგდიდიდან მხარდამჭერთა კოლონა გაემგზავრა
ზაზა სარალიძის მხარდამჭერ სოლიდარობის აქციაზე, რომელიც დღეს 16 საათზე თბილისში, ყუფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართება, ზუგდიდიდან დღეს დილით გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეები 15-მდე სამარშუტო ტაქსითა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით მიემგზავრებიან. აქციის მონაწილეებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები და უბრალო მოქალაქეებიც არიან. მათი თქმით, დღევანდელი აქცია პოლიტიკური არ არის და ისინი სოლიდარობას ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს უცხადებენ. „უბრალო მოქალაქეც ვარ და დიახ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც, თუმცა, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. არ დაადგა საშველი, თვეებია იწანწალა და გზა ვერ მონახა, ამიტომაც დაპატიჟა პოლიტიკოსები, ამაში რა არის გასაკვირი? ერთი თვეც რომ იყოს საჭირო, გვერდით დავუდგებით“, - აღნიშნა გულნაზ ქობალიამ. აქციას უერთდება გარდაცვლილი საბა ჩახაიას ბებია, რომელიც შვილიშვილის გარდაცვლაებაში ექიმებს ადანაშაულებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს შვილმკვდარ მამას, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს. „მხარში ვუდგავარ ზაზა სარალიძეს, შვილმკვდარ მამას. მე ვიცი, რომ ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ კიდევ არიან ასეთი გაჭირვებული ბავშვები და ხვალ რომ მათაც იგივე არ დაემართოთ, ამიტომ მივდივარ დღეს იქ“, - თქვა ვალიტა ხურცილავამ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, დღეს თბილისში ზუგდიდიდან 500-ზე მეტი, სამეგრელოდან კი 1000-ზე მეტი მოქალაქე მიემგზავრება, მათ შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები. მისივე თქმით, მოქალაქეებმა თბილისში გამგზავრების სურვილი თავად გამოთქვეს. „უმეტესად არიან ადამიანები, ვინც არცერთი პარტიის წევრები არ არიან. რა თქმა უნდა, მივდივართ პარტიის წევრები და აქტივისტების. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯოს ყველა მკვლელი, რომელიც მონაწილეობდა სარალიძის საქმეში და ყველა მაღალჩინოსანი, რომელმაც ხელი დააფარა ამ მკვლელებს. მოთხოვნაა ის, რომ დაინგრეს სისტემა, რომელიც შექმნა „ქართული ოცნება“ და რომელმაც უკვე ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდში სარალიძის მხარდამჭერ აქციას ლგბტ თემ...
Radio Atinati
ხელს ნუ აფარებ მკვლელს - პროტესტის მესამე დღე ზუგდიდში
Radio Atinati
პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზ...
Radio Atinati
პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა დოლიძემ ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა
Dr. Anna Dolidze
შვილმოკლული მამების პროტესტს პანკისის ხეობიდან 37 გვარის წარ...
Tv Kavkasia
სოლიდარობა ზაზა სარალიძეს აქცია ივანიშვილის ვილასთან
Georgian Productions
„სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ - აქცია აჭარის მთავრობის შენობას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster