ავტომობილების შეკეთება ტროტუარებზე რატომ არ რეაგირებს კანონდარღვევაზე ბათუმის მერია
01/31/2019
აჭარა ენმ / Adjara unm-ის
მიერ
ავტომობილების შეკეთება ტროტუარებზე. პრობლემა, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადააწყდებით. კანონდარღვევაზე სათანადო რეაგირება არ ხდება, რის გამოც ადგილები საავტომობილო ზეთით არის გაჟღენთილი, მოქალაქეებს კი ტროტუარებზე განთავსებული ავტომობილების ნაწილების გამო გადაადგილება უჭირთ. რატომ არ აქცევს ყურადღებას საკითხს პასუხისმეგებელი უწყებები ?
ეს ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, სადაც ტროტუარზე ავტო-ნაწილების რეალიზაციის გარდა, მანქანების შეკეთებაც ხდება. შედეგად რეაბილიტირებულ ქუჩაზე ქვაფენილები საავტომობილო ზეთით არის გაჟღენთილი. დაშლილი ავტომობილების დეტალები კი ტროტუარებზეა განთავსებული, რაც ქვეითებისთვის ბარიერს წარმოადგენს.
მსგავსი სიტუაციაა გრიბოედოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაშიც, სადაც მანქანების შესაკეთებლად გამოყოფილი ფართობი როგორც ჩანს მეწარმეებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ სამუშაო პროცესი გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს, შედეგად ტერიტორია დაბინძურებულია. ავტომობილის შემკეთებლებმა და რეალიზატორებმა თემაზე საუბარი კამერის წინ არ ისურვეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ გარე პერიმეტრზე საქმიანობა ნებართვას არ საჭიროებს.
ოპოზიციაში თვლიან, რომ ქალაქში არსებული პრობლემით მმართველი გუნდი არ ინტერესდება. ჯელალ ქიქავას თქმით, მსგავსი ქმედება ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, რისთვისაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
რამდენიმე პროფილაქტიკის მფლობელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დააჯარიმა. თუმცა ორგანიზაციაში კანონდამრღვევთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. კანონდებლობის თანახმად, სახიფათო ნარჩენების მიწის ზედაპირზე დაყრისა და წყალში ჩაშვების გამო მეწარმე დაჯარიმდება. გარდა ამისა, მას ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ეკისრება.
ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ ქალაქში ნებისმიერი სახის გარევაჭრობა ეტაპობრივად აიკრძალება, მათ შორის ტროტუარებზე ავტომობილების შეკეთების ფაქტებიც.
სახიფატო ნარჩენების დაყრის ან დაღვრის შემთხვევაში ფიზიკური პირი 500-ით, ხოლო იურიდიული სუბიექტი 500-იდან 1000 ლარამდე ჯარიმდებიან.
#ჯელალ_ქიქავა