The Grand Tour ბათუმში
სრული გადაცემა • The Grand Tour - საქართველოში season ... 2 მარტს გამოვიდა მსოფლიოში პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ტელესერიალის, The Grand Tour-ის მორიგი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ეხება. სერიალის მე-3 სეზონის მე-11 ეპიზოდში გადაცემის გმირები, #ჯერემი_კლარკსონი, #ჯეიმს_მეი და #რიჩარდ_ჰამონდი სამხრეთ კავკასიაში ჩადიან, რათა დაადგინონ, რომელია საუკეთესო მანქანა საიმისოდ, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ჩავიდეს მტკნარი წყლის თევზის საჭმელად. სამი გმირი უმაღლესი კლასის სამი სხვადასხვა ავტომანქანით გადის ათასამდე კილომეტრს ბათუმიდან ბაქომდე. გზაში მათ მრავალი თავგადასავალი გადახდებათ, ისინი ნახულობენ ლამაზ ქალაქებსა და სოფლებს, ისტორიულ ადგილებს. ერთ-ერთ მონაკვეთში ტელესერიალის გმირები მიდიან სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საზღვარზე და მავთულხლართების გადაღმა ესაუბრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილ ადგილობრივ მოსახლეს. სერიალის მე-11 ეპიზოდის გადასაღებად ბრიტანული გადამღები ჯგუფი გასული წლის შემოდგომაზე ესტუმრა საქართველოს. The Grand Tour არის დოკუმენტური ტელესერიალი, რომელიც წინასწარ გადაღებულ ელემენტებსაც შეიცავს. მისი ყურადღების ცენტრში დგას ავტომანქანა და ავტორბოლა. #The_Grand_Tour-ის მე-3 სეზონი 18 იანვარს დაიწყო და ეპიზოდები კვირაში ერთხელ გამოდის. მას ავრცელებს საინტერნეტო სერვისი Amazon Prime Video. კლარკსონი, მეი და ჰამონდი ადრე მონაწილეობდნენ BBC-ის მსგავსი ტიპის პოპულარულ ტელესერიალში
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
სტალინის ბიუსტი ჯერემი კლარკსონის მანქანაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
The Grand Tour-ის წამყვანები - რჩევა მძღოლებს
ქართული სამართალი Georgian Law
გრანდ ტური THE GRAND TOUR
გრანდ ტური /THE GRAND TOUR
Dodge Dart - ასევე გათამაშების პასუხი
Nika's Autoblog
საქართველოში მყოფი განსხვავებული ავტომობილები და მათი DRIFT
AutoFan
დავიწყოთ ავტო ბიზნესი ? Live Stream #5
გათამაშება!!! გამოიწერე არხი და მოიგე წილი 100 ლიტრი საწვავი...