ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს სასტუმროს დატოვების მოთხოვნით მიმართავდა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა თავად აქტივისტმა ქალბატონმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. ხათუნა ბერიძის განცხადებით, მის ნომერში უნებართვოდ შესული ანზორ ბოლქვაძე მოითხოვდა, რომ მას სასტუმრო დაეტოვებინა. ბერიძე მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. „არ ესიამოვნათ, რომ მე იქ დავხვდი, როგორც იციან, რომ „ალტერნატივის“ წევრი ვარ. ბატონი ანზორ ბოლქვაძე იყო ნასვამ მდგომარეობაში, მეუბნებოდა, რომ უნდა დამეტოვებინა ჩემი ნომერი. მოვითხოვ, რომ სათითაოდ, ვინც ჩემს ნომერში უნებართვოდ იყო შემოსული, ყველა იმ ადამიანის მოხდეს იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა,“- განაცხადა ბერიძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მდივნის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტს. ოპოზიცია რეაგირების თხოვნით სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს. „თითქოს და გამოდიან, ამას წინათ ბრიფინგი ჩაატარეს, სხვა და სხვა სახელწოდებები მიძახეს რაღაცეები ხულოში. და ასეთი თემა, აგორებული თემაა პოლიტიკურად, რომ თითქოს და მე გამანადგურონ ამ მოსახლეობასთან. დაველოდები არჩევნების დასრულებას და შემდეგ ალბათ შევიტან სასამართლოში და მივხედავ საქმეს. სასტუმროს ტერიტორია არავის არ დაუტოვებია, ვინც მაცხოვრებელი იყო არავის არ დაუტოვებია, დატოვა იმან, ვინც არ ცხოვრობდა იქ,“- განაცხადა ბოლქვაძემ http://rustavi2.ge/ka/news/132828
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას "ენმ"-ქუთაისის ორგანიზაცია...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ტარიელ ლონდარიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 23/...
ენმ ასპინძა
ტარიელ ლონდარიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
ენმ ასპინძა
ტარიელ ლონდარიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
ენმ ასპინძა
ენმ-ის კადრები სოფელ რიყედან
Radio Atinati
ანზორ ბოლქვაძის წვეულება კომენდანტის საათის დროს
ბათუმელები / Batumelebi
ირაკლი კობახიძის ტყუილები გიორგი მარგველაშვილზე
netgazeti ge
ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარ...
adjara unm