ენმ-ის კადრები სოფელ რიყედან

30.09.2021 04:41

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ზუგდიდის ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც, მისივე მტკიცებით, ასახავს ფაქტს, თუ როგორ მოახერხეს მათ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობების დაბრუნება. წითლიძის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს სოფელ რიყეში მოხდა. მისივე ინფორმაციით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები ამავე სოფლის მკვიდრმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა მაყვალა ანთიამ ჩამოართვა და ასევე პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო