დევნილთა პოლიკლინიკის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლებას აპროტესტებენ
ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის 11 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აღდგენას მოითხოვს. ისინი აქციას დაწესებულებასთან დილიდან მართავენ. მათ დირექტორისგან ოთარ შენგელიასგან იმ მიზეზების დასახელება მოითხოვეს, რის გამოც მათ ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელდათ. “ჩვენი გათავისუფლება არის უკანონო გადაწყვეტილება. წლებია აქ ვმუშაობთ, არანაირი დარღვევა და გადაცდომა არ გვქონია, ვმუშაობდით ისე, როგორც გვავალებდნენ“, - აღნიშნეს მათ. თავის მხრივ, ოთარ შენგელია ამბობს, რომ ამ დროისთვის ხელშეკრულების ვადა 9 თანამშრომელს არ გაუგრძელდა. „5 მათგანი სამსახურებრივი გადაცდომის გამო გავუშვი სამსახურიდან, რაც შეეხებ დანარჩენ ოთხ თანამშრომელს, გვაქვს ფინანსური კრიზისი და მე მათ დავპირდი, რომ, როგორც კი პრობლემები მოგვარდება, აღვადგენ სამსახურში“, - აღნიშნა შენგელიამ. ადგილზე ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აქ ყოფილი თანამშრომლების თხოვნით მოვიდა და მათ გათავისუფლებას ხელმძღვანელობისთვის სასურველი კადრების მოყვანით ხსნის. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ფოთის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტერი 85 000 ლარის მ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვახტანგ ყოლბაია კოდაში ჩასახლებულ დევნილთა სამედიცინო-პროფილ...
abkhaziagovge
სამედიცინო პერსონალის პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლე...
Radio Atinati
დევნილთა პოლიკლინიკა ფოთში
სახალხო კონტროლი
,,ფოთის დევნილთა პოლიკლინიკა"-ში ახალი სამედიცინო სერვისები...
მეცხრე ტალღა
ბინები ეკომიგრანტებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster