ვახტანგ ყოლბაია კოდაში ჩასახლებულ დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო

17.06.2013 01:18

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კომპლექსური, მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა. გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჯემალ გამახარია და რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნანა გუგუჩია, მოადგილეები: მარინა ონიანი და ნანა უბილავა ესწრებოდნენ. აქციის ფარგლებში, დევნილებმა კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო მომსახურება (ქირურგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და სხვა) გაიარეს. მთელი დღის განმავლობაში მათ კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ეკგ, ულტრასონოგრაფია, გლუკომეტრია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, რენტგენოგრაფია) ჩაიტარეს. იძულებით გადაადგილებულ პირებმა მედიკამენტები და ჰუმანიტარულ დახმარება (გლუკომეტრები, ტონომეტრები, საბავშვო პამპერსები და სხვ.) მიიღეს. კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში 200-მდე ოკუპირებული აფხაზეთიდან და 1100 -მდე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ცხოვრობს. http://abkhazia.gov.ge/index.php?lang... http://abkhazia.gov.ge/   / abkhaziagovge

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვახტანგ ყოლბაია და ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებრივ--პოლიტიკურ თოქ-შოუში \"არგუმენტების დრო\"
34:05

ვახტანგ ყოლბაია და ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებრივ--პოლიტი...

abkhaziagovge

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით სამეგრელოში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
07:28

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით სამეგრელოში...

abkhaziagovge

ვახტანგ ყოლბაია გაეროს საქართველოში მოღვაწეობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
07:04

ვახტანგ ყოლბაია გაეროს საქართველოში მოღვაწეობის 20 წლისთავის...

abkhaziagovge

ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გააცნო
01:01

ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები აფხაზეთის...

abkhaziagovge

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა
00:44

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობი წევრები აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
01:22

ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობი წევრები აჭარაში მცხოვრ...

abkhaziagovge

ვახტანგ ყოლბაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა
00:53

ვახტანგ ყოლბაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესო...

abkhaziagovge

ვახტანგ ყოლბაია გადაცემაში \"ეპოქის სახელები\"
24:20

ვახტანგ ყოლბაია გადაცემაში "ეპოქის სახელები"

abkhaziagovge

ყველა ვიდეო