სტალინის ბიუსტი ჯერემი კლარკსონის მანქანაზე
ავტომანქანაზე, რომლითაც ცნობილი ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან ერთად ხურვალეთისკენ მიემართებოდა, იოსებ სტალინის ბიუსტია დამაგრებული. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავს. როგორც ჯერემი კლარკსონმა პირველ არხს განუცხადა, გუშინ ბათუმი და გორი დაათვალიერეს. კერძოდ, კლარკსონი გორში მდებარე სტალინის მუზეუმში იმყოფებოდა. კლარკსონის თქმით, მისი ჯგუფი მსოფლიოში ცნობილი დიქტატორების შესახებ სატელევიზიო მასალებს ამზადებს. ჯერემი კლარკსონი ცნობილი ტელეწამყვანია, რომელსაც ავტომოყვარულები გადაცემა Top Gear-ით იცნობენ. კლარკსონი BBC-ის გადაცემა Top Gear-ს ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან 2015 წლამდე უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც კლარკსონი გადაცემიდან სკანდალურად გაუშვეს, მან, ჰამონდთან და მეისთან ერთად Amazon Video-სთვის ახალი პროექტი – The Grand Tour შექმნა, რომელშიც ის და მისი თანაწამყვანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ. რამდენიმე წლის განმავლობაში გადაცემა Top Gear-ს ექსკლუზიურად პირველი არხი აჩვენებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტალინის ბიუსტი
Civil Press
სტალინის ბიუსტი ვანთაში
Media Holding Hereti / მედია ჰოლდინგი ჰერეთი
აკურაში სტალინის ბიუსტი მოიპარეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ატენში სტალინის ბიუსტი დადგეს
Qartli. ge
გორში სტალინის ბიუსტი დადგეს
MULTIMEDIA GE
აკურაში სტალინის ბიუსტი დააბრუნეს
Mtisambebi / მთის ამბები
ჩოხატაურში სტალინის ბიუსტი შეღებეს
თავისუფალი ზონა
აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა
Mtisambebi / მთის ამბები