ის რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს - რას გვირჩევენ ექსპერტები.?!
11/19/2019
OFFicial • LEON • Production-ის
მიერ
👉 ვიდეოს აუცილებლად უყურეთ ბოლომდე. სადაც საუბარია, თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ ავტომობილი ერთგულად გვემსახუროს და გზაში არ დაგვტოვოს.
👉 ინფორმაციისათვის მადლობა: https://www.autobild.ge/?lang=ka-GE
👉 თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ხმოვანი შეტყობინება. 🔔
👉 ვიდეოს გაზიარება ნებადართულია, ხოლო გადმოწერა და იუთუბში, ან სოციალურ ქსელში ატვირთვის შემთხვევაში, დარეპორტდებით ან დაიბლოკებით.!
👉 თუ გვინდა, რომ მანქანა ერთგულად გვემსახუროს...
ძრავის ზეთი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ფილტრები - ყველა სითხეს თუ დეტალს თავისი ვადა აქვს.
ამ სტატიაში შეიტყობთ, რა დროს რა უნდა გამოცვალოთ და გადაამოწმებთ, ხომ არ გამოგრჩათ რაიმე მნიშვნელოვანი
სამუხრუჭე სითხე
სამუხრუჭე სითხე არა მარტო ავტომობილისთვის, არამედ თქვენი და მგზავრების უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. მისი შეცვლა ორიდან სამ წლამდე პერიოდის შემდეგაა სასურველი - გააჩნია, სითხის ხარიხსა და გარემოს, სადაც მგზავრობდით. დროთა განმავლობაში დუღილის წერტილი კლებულობს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შესაძლოა, ავტომობილმა ოდნავადაც აღარ დაამუხრუჭოს.
აკუმულატორი
აკუმულატორი ავტომობილს ენერგიას აწვდის მაშინ, როცა ძრავა
გამორთულია, პირველ რიგში კი ძრავის ამუშავებაზე, მანქანის დაქოქვაზე აგებს პასუხს. ხარისხისა და მოხმარების მიხედვით, აკუმულატორი სამიდან შვიდ წლამდე ძლებს. სიცოცხლის ბოლოს აკუმულატორს სისუსტე ეტყობა - ავტომობილს დაქოქვა უჭირს და შეიძლება, მალე საერთოდ ვეღარ დაქოქოს.
სალონის ფილტრი
სალონის ფილტრი ავტომობილის სალონში სუფთა ჰაერის შედინებას ემსახურება. მისი გამოცვლა
დაახლოებით 15 000 კილომეტრის გავლის, ან 2 წლის შემდეგაა რეკომენდებული. რაც უფრო ძველია სალონის ფილტრი, მით უფრო დაბინძურებული ჰაერი შედის სალონში. მძღოლებს ფილტრებიდან ყველაზე ხშირად სწორედ ჰაერის ფილტრის გამოცვლა ავიწყდებათ ხოლმე.
ავტომატიკის ზეთი
გადაცემათა ავტომატური კოლოფი მექანიკურზე გაცილებით პრეტენზიულია და შესაბამისად, მეტ ყურადღებასაც მოითხოვს. გამოცვლის თარიღი ყველა მოდელზე ინდივიდუალურია, საშუალოდ კი, ავტომატიკის ზეთის გამოცვლა ყოველ 120 000 კილომეტრზე, ან ყოველ 7 წელიწადშია საჭირო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ყურადღებით მეორადი ავტომობილის შეძენისას უნდა იყოთ.
ძრავის ზეთი
ძრავა ავტომობილისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის გული და შესაბამისად, ძრავის ზეთის დროულად შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროპაში ძრავის ზეთს 15 000-დან 30 000 კილომეტრზე ცვლიან, საქართველოში კი ახალი ავტომობილების დილერები, საწვავის ხარისხისა და ზოგადი პირობების გამო ზეთის შეცვლას 8 000-დან 20 000 კილომეტრამდე ითხოვენ. თუ ძალიან ცოტას დადიხართ, ძრავის ზეთი ყოველ 2 წელიწადში უნდა გამოცვალოთ. ზოგადად კი, ზეთის გამოცვლა ყოველ 8 000 - 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგაა რეკომენდებული. ზეთი თქვენი ავტომწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუ ავტომობილის წიგნი არ გაქვთ, ინფორმაციას ინტერნეტში მოიძიებთ. სასურველია, რომ გამოიყენოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდებული ძრავის ზეთი. ასეთი რეკომენდაციები მარკისა და მოდელების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.
ანტიფრიზი
გაგრიგების სისტემის სითხე ამ სისტემას დაჟანგვისგან იცავს და ზამთარში არ იყინება. ანტიფრიზის გამოცვლა სამიდან ხუთი წლის ინტერვალშია რეკომენდებული - გააჩნია მარკას და მოდელს. გამოუვალ მდგომარეობაში გაგრილების სისტემაში წყლის ჩასხმაც გამოსავალია, მაგრამ თუ არ გინდათ, რომ სისტემაში კოროზია გაბატონდეს ან ზამთარში გაგეყინოთ, მხოლოდ ანტიფრიზი უნდა გამოიყენოთ.
კონდიციონერი
ახალი ავტომობილის შემთხვევაშიც კი მაქსიმუმ სამი წლის შემდეგ კონდიციონერი სპეციალისტს უნდა შეამოწმებინოთ. კონდიციონერი საშუალოდ წელიწადში ფრეონის 12 პროცენტს კარგავს, ეს სიცარიელე კი დროთა განმავლობაში სისტემის დაზიანებას იწვევს. კონდიციონერის შეკეთება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სასურველია, რომ კონდიციონერი ზამთარშიც ჩართოთ ერთი-ორჯერ - რა თქმა უნდა, ცოტა ხნით.
რჩევა
პანიკაში ნუ ჩავარდებით! ზუსტად ორი წლის შემდეგ არცერთი სითხე არ დაკარგავს ფუნქციურობას ისე, რომ ეს ავტომობილისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. როგორც წესი, ავტომწარმოებლები თავს იზღვევენ და ყველაფერს ვადაზე ადრე გვაცვლევინებენ. თუმცა დაგვიანებას ყოველთვის ადრე შეცვლა სჯობია.
👉 დაალაიქეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდიც: / officialleonproduction
👉 თუ ვინმე ვერ გებულობს, ვიდეოშო ასახულ ინფორმაციას, ან არ მოწონს, ნებადართულია და არავინ გაძალებთ.!