გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე გამგებლის ყოფილი მოადგილე გიზო სართანია დაიკითხა. მისი მტკიცებით, სართანიასა და მისი მეგობრების, მათ შორის, კახა კვარაცხელიას მიმართ პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის გამგებლობის კანდიდატად „პატიოტთა ალიანსიდან“ დარეგისტრირდა. „კახა კვარაცხელიას ემუქრებოდნენ, რომ ის არჩევნების მეორე დღესვე დატოვებდა სამსახურს, იყო სიტყვიერი და პიზიკური შეურაცხყოფა კობა კვარაცხელიას მხრიდან. მე ამასთნა დაკავშირებით გუბერნატორეს ვესაუბრე, ის დამპირდა, რომ დევნა შეწყდებოდა, თუმცა, მომატყუა“, - აღნიშნა გამგებლის ყოფილმა მოადგილემ. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ მას მამუკა წოწერია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ლაშა გოგიას თხოვნით, თანამშრომელთა ატესტაცია უნდა ჩატარებულიყო. „გავამარჯვებინეთ ლაშა გოგიას, მე ვრჩებოდი იქ და წოწერიამ გოგიას ნათქვამი გადმომცა, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამაზე მე უარი უარი ვუთხარი და მივიღე პირობა, რომ ატესტაცია მხოლოდ კვალიფიკაციის შესამოწმებლად, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა“, - განაცხადა სართანიამ. მის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. „ატესტაციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი და ეს ინიციატივა სართანიას შევთავაზე. ატესტაციის მიზანი კი მხოლოდ თანამშორმელთა კვალიფიკაციისა და ზოგადად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წოწერიამ. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მაისს დაინიშნა. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati
სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები
Radio Atinati
მოსამართლემ თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილე გაამართლა
ტელეკომპანია თანამგზავრი
გურჯაანის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია თანამგზავრი
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს
Radio Atinati
თელავის გამგებლის 2 მოადგილე სამსახურიდან განთავისუფლდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ქრთამის აღების საქმეზე გრიგოლ ივანეიშვილს კითხავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster