ქრთამის აღების საქმეზე გრიგოლ ივანეიშვილს კითხავენ

16.10.2019 01:07

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მის წინააღმდეგ საქმეს შეთქმულებად აფასებს და ქრთამის აღების ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღეს დილიდან ბრალდებულის სახით კითხავენ გრიგოლ ივანეიშვილს, რომელიც 2019 წელის 25 იანვარს სუს-მა საკრებულოს სხდომაზე დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მან დაგეგმილი სქემით აუქციონზე გაიტანა წყალტუბოში საკრებულოს ყოფილი შენობა. სქემის მიხედვით კი ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო. მასთან ერთად ბრალდებულია ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა. განაჩენი, სავარაუდოდ, რამდენიმე სხდომის შემდეგ გამოცხადდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო