აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს
ზუგდიდის მერიასთან ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართული აქცია, რომელიც თენგიზ ჯგუშიამ თანამოაზრეებთან ერთად გამართა, დასრულდა. მათ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და საკრებულოს წევრებს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს სხდომაზე დასწრება და პერმანენტული აქციები დაანონსეს. „ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხის ნდობა ძალაუფლების სრული კონცენტრაციით დაიბრუნოს და მოახდინოს ხელისუფლების ცენტრალიზაცია. წაართვას ადგილობრივებს თვითმმართველობა“, - განაცხადა ჯგუშიამ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა გამგებლის ყოფილი მოადგილე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გურგენ სართანიაც. „ქალაქსა და რაიონს სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს. სამი წლის წინ მერია შეიქმნა, დასაქმდა ხალხი, გამოდის, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯვა იყო ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები სამსახურის გარეშე რჩებიან“, - აღნიშნა სართანიამ. აქციის მონაწილეებმა მერიასთან სიმბოლურად გვირგვინი იმის აღსანიშნავად მიიტანეს, რომ, მათი თქმით, საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქის სტატუსების გაუქმების შესახებ მათი მხრიდან ზუგდიდის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, დასამარებას ნიშნავს. მათ მოგვიანებით ზუგდიდის გამგეობისკენ გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია დასრულდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკო-კამპანიაში მერია და ახალგაზრდული საკრებულო გამოიწვიეს
Radio Atinati
"დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - აქცია ზუგდიდის მერიასთან
Radio Atinati
ზუგდიდის მერიასთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
Radio Atinati
გარმოვაჭრეები გარეთ ვაჭრობის უფლებას პირველ სექტემბრამდე ითხ...
Radio Atinati
ზუგდიდში ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა აქცია გამართეს
Radio Atinati
ფილების აქცია ზუგდიდიში
Radio Atinati