სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები იკითხებიან
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას საქმეზე სასამართლოში გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა მუნიციპალიტეტის გამგებელი და კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია, თუმცა მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგელობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე, გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟია, საზოგადოება "ზუგდიდელის" წევრი მურმან ნაჭყებია და გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობის წევრი ლავრენტი ალანია. ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომისინი სამსახურიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის საფუძველზე გათავისუფლდენენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩ...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტი...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა...
Radio Atinati
ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს...
Radio Atinati
ადვოკატი სასამართლო სხდომაზე: "ჩვენ ყველანი პოლიტიზირებულები...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილ...
Radio Atinati
გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მ...
Radio Atinati