ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს განიხილავს
13:23 / 13.03.2017 დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას სარჩელის განხილვა დაიწყო. დღევანდელი სხდომა მოსამზადებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის დოკუმენტის ფიზიკური დაზიანების გამო გადაიდო. გამგეობის ყოფილ თანამშრომელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ის სამსახურიდან, გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ სართანიასთან მეგობრობის გამო გაათავისუფლეს. "ტესტირება, რომელიც ჩატარდა იყო ფარსი. თანამშრომლები პირადი სიმპატიებიდან გამომდინარე დაითხოვეს. მე მაგალითად, იმიტომ გამიშვეს, რომ გიზოსთან ვმეგობრობდი, რომელსაც თავის მხრივ უთანხმოება ჰქონდა გამგებელთან ლაშა გოგიასთან", - თქვა კვარაცხელიამ. ყოფილი საჯარო მოხელის პროცესს მისი მეგობრები, ახლობლები და ყოფილი თანამშრომლები ეწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, ის ზუგდიდში აღნიშნული თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ჩამოვიდა, რადგან საჯარო მოხელეების გათავისუფლების ფაქტებმა მასიური ხასიათი მიიღო. ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად ზუგდიდის გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა. თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ატესტაციის საფუზველზე გაათავისუფლეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ყოფილი მერის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიას ტოვებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ბახტაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის მერობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების ორი წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster