„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიას ტოვებენ

05.12.2023 08:23

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი გრძელდება. პარტიიდან დღეს კიდევ 19 წევრი წავიდა. ბათუმის შემდეგ განცხადებები დაწერეს ზუგდიდის და ჭიათურის საკრებულოების წევრებმა. გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ წინა კვირას დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და შიდა კრიზისის დასაძლევად დროებითი მმართველი ორგანოს შექმნა მოითხოვეს. პარტიიდან წასულები ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფლანგს წარმოადგენენ. ყველა მათგანი საკრებულოებში დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ახალი პლატფორმიდან აანონსებს. მწვავეა პარტიის მენეჯმენტის რეაქცია. მოქმედი თავმჯდომარის გუნდი წასულებს დეპუტატის მანდატის და საკრებულოებში დაკავებული თანამდებობების დათმობისკენ მოუწოდებს. პარტიაში ერთი წლის წინ დაწყებულ შიდა მწვავე დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება ქართული პოლიტიკისგან ჯერ დისტანცირებული და ახლა მასში აქტიურად ჩართული მიხეილ სააკაშვილი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ოცნების“ მოქმედი წევრები  პარტიას ტოვებენ და ა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კენჭს იყრიან.
05:20

„ოცნების“ მოქმედი წევრები პარტიას ტოვებენ და ა „ნაციონალური...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კასპის შემდეგ \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრები კახეთის რაიონულ ორგანიზაციებსაც ტოვებენ
07:02

კასპის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კახეთის რაიონუ...

TV IMEDI

„ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრები ტოვებენ
02:37

„ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრები ტოვებენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ
04:35

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ
03:16

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ
07:25

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ
04:40

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ

Formula News

იშლება თუ არა ქართული ოცნება? –მმართველ პარტიას გუნდის წევრები ისევ ტოვებენ
02:15

იშლება თუ არა ქართული ოცნება? –მმართველ პარტიას გუნდის წევრე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო