ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩენოდ დასრულდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამსახურიდან ატესტაციის შედეგად გათავისუფლებული გამგებლებისა და კახა კვარაცხელიას სასამართლო სხდომა 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პროცესზე ყოფილმა გამგებლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი სამსახურდან მათ გაშვებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. მათივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მათ ედიშერ თოლორაია და ლაშა გოგია პუშკინის ქუჩაზე არსებულ ბეტონის შენობაში შეხვდნენ და სოფლის წარმომადგენლებს მოთხოვეს, მეორე ტურში მათთვის სასურველი შედეგის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გათავისუფლებით დაემუქრნენ. „ეს პირველ რიგში მე მეხებოდა, ბრალად დამედო, თითქოს, ყველა პარტიას შევხვდი აბასთუმანში, თუმცა მე მათ მხოლოდ, როგორც მასპინძელი, ისე ვხვდებოდი“, - თქვა გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა აბასთუმანში ვახტანგ კუტალიამ. აღნიშნული ფაქტი უარყო ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ. „ამ ბრალდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობაში არ ჩავრეულვარ, არავინ დამინიშნავს და არავინ გამითავისუფლებია“, - განუცხადა თოლორაიამ რადიო „ათინათს“. სხდომაზე გათავისუფლებულებთან ერთად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა გოგია, სკაიპის საშუალებით კი კომიის წევრი ლავრენტი ალანია დაიკითხნენ. ლაშა გოგიას თქმით, გამგებლებმა განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვებსაც ვერ უპასუხეს, თუმცა გოგიას არ ახსოვს, კონკრეტულად რას ვერ გასცეს მათ პასუხი. მან, ვერც შედეგების ოქმის ხელმოწერის თარიღი. გოგიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. რაც შეეხება კომისიის წევრ ლავრენტი ალანიას, სასამართლოს განუცხადა, რომ ყველა აპლიკანტის გასაუბრებას ესწრებოდა, თუმცა მოსარჩელე მხარე ამ ფაქტს უარყოფს. კომისიის სხვა წევრების დაკითხვა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 27 მარტს ჩატარდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati
ზუგდიდის სასამართლოში სოფლის ყოფილი რწმუნებულების საქმის მოს...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტი...
Radio Atinati
საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს...
Radio Atinati
ხელჩართული ჩხუბი აბაშის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესა და მო...
Formula News
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 ს...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილ...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლ...
Radio Atinati