ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ
#საჯარომოხელეები #საკრებულო #სასამართლო #ზუგდიდი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საატესტაციო კომისიის წევრ მაიზერ ნანავას ორ საათზე მეტხანს კითხავდნენ. ნანავას განცხადებით, მან ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გასცა. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ბრალდებას პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, ნანავამ განმარტა, რომ მას საჯარო მოხელეებისთვის გასაუბრების დროს პოლიტიკური კითხვები არ დაუსვამს და ისინი არც პოლიტიკური ნიშნით შეუფასებია. „გავიხსენე კითხვები, რომლებიც ატესტაციის დროს მათ დავუსვი. ყველა კითხვა იყო საჯარო კანონიდან და შეფასებაც ადეკვატური იყო ჩემი მხრიდან. მე ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე“, - თქვა ნანავამ. საპირისპიროს აცხადებენ ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესების დამცველები. საიას ადვოკატის მირზა მამულაძის თქმით, ნანავამ ვერ დააკონკრეტა, თუ მის მიერ დასმულ რომელ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი ამა თუ იმ გამგებელმა. „იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოწმე ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა. მაგალითად, მან თქვა, რომ გასაუბრების დროს გამგებლებმა ვერ უპასუხეს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებულ კითხვებს, თუმცა, მოსამართლის კითხვა, როგორ ერკვევა ის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში, მან დააიგნორა“, - აღნიშნა მამულაძემ. მორიგი სასამართლო სხდომა 12 აპრილს გაიმართება.
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლ...
Radio Atinati
სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის და...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტი...
Radio Atinati
სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დ...
Radio Atinati
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი საჯარო მოხელეები: იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვ...
Radio Atinati