ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

28.11.2019 05:22

მწვავე კითხვების ფონზე ჩაიარა ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო მოსმენამ.

როდის დაიწყებს ლარი გამყარებას, - ეს იყო დარბაზში ყველაზე მეტჯერ დასმული შეკითხვა. ვანო მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ერთ-ერთ პირობად პოლიტიკურ სტაბილურობას მიიჩნევს. მინისტრს დღეს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც მოუხდა განმარტებების გაკეთება - მათ შორის საგადასახდო დოკუმენტაციის გაყალბების გამო დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეების და ბიზნესმენების საქმეზეც. დეპუტატები საბანკო რეგულაციებითაც დაინტერესდნენ. არ არის გამორიცხული, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ლიმიტი უცვლელი დარჩეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine