სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს
ზუგდიდში გამგეობიდან გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერ აქციას სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომელის ზვიად ლაგვილავას და, ლენა ლაგვილავა შეუერთდა. სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის გარდაცვალებას მისი ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებს. ლენა ლაგვილავას თქმით, მისი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს, რადგან იგი კორუფციულ საქმეს იძიებდა, რაც შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საზიანო ყოფილიყო. გარდაცვლილის და, ლაგვილავას საქმეზე, რამდენიმე კვირის წინ მიღებულ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამ საქმეზე დაკავებული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილი მთავარი სპეციალისტი დემუშა ბარამია უსამართლოდ იხდის სასჯელს. „ჩემი ძმა იბრძოდა სამართლის აღსადგენად. შონიას დავალებით, სუს-ის თანამშრომლმა ონისე კვაშილავამ დაგეგმა და განახორციელა მკვლელობა. ამ საქმეზე დაკავებული ბარამია არის უდანაშაულო, როგორც ჩვენს ოჯახზე, ასევე სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა“,- აღნიშნა ლენა ლაგვილავამ. აღნიშნულ ბრალდებებს სამხარეო ადმინისტრაციაში უარყოფენ და აბსურდულს უწოდებენ. ცნობისთვის, ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. აფეთქების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზმა გამოიწვია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თენგიზ ჯგუშია: ბესიკ ჯგუშია კონტრაბანდული სქემის გაშიფვრას შ...
Radio Atinati
სუს-ის თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაში დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი
Formula News
სუს-ის მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს
ტვ პირველი • TV Pirveli
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამი ვიდეო და სამი მაღალჩინოსანი - რა საიდუმლო ფაილები ნახა...
Formula News