თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურას საქმის არასათანადო გამოძიებაში ადანაშაულებს და სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალებში დაფიქსირებული სუს-ის ბალანსზე არსებული სამი ავტომობილის გადაადგილების შესახებ დამატებით ვიდეოებს ითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეზე დართული კამერების ჩანაწერებში დაფიქსირებული სუს-ის სამი ავტომობილი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს გარდაცვალებამდე გარკვეულ მონაკვეთზე დაემგზავრა და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე შევიდა, ეჭვებს უჩენს და ბაზიდან უკან გამოსვლის კადრების გამოთხოვას ამიტომ ითხოვს. თუმცა, საგამოძიებო უწყებამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ავტომობილებს, რომლებიც კადრებში ჩანს, საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ამასთან, მიხეილ რამიშვილი გამოძიებას სატელიტიდან გადაღებული ფოტოების დაზარალებულისთვის გადაცემასაც სთხოვს, საუბარია იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ ხუთი დღე ავტომობილი იმ ადგილას იდგა, სადაც ბაჩალიაშვილი მწყემსმა იპოვა და მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით ეს უნდა დადასტურდეს. ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
TV IMEDI
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
საქართველოს პროკურატურა
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster