თენგიზ ჯგუშია: ბესიკ ჯგუშია კონტრაბანდული სქემის გაშიფვრას შეეწირა
„ბესიკ ჯგუშიამ სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტების შემოტანის კონკრეტული ფაქტები მოიპოვა და მასალები შესაბამის უწყებებთან გადააგზავნა, რასაც შეეწირა“ - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და გარდაცვლილი მეგობარმა თენგიზ ჯგუშიამ საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აღნიშნულ საკითხზე თბილისში პრესკონფერენციზე უნდა ესაუბრა, თუმცა, მისივე განმარტებით, ჟურნალისტებთან საუბარი ბესიკ ჯგუშიას დაღუპვის გამო ვერ მოახერხა. „ფაქტია, რომ ეს იყო პროფესიონალურად დაგეგმილი აფეთქება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ამ ფაქტებს უკავშირდება. მისი დაღუპვა არის პირდაპირი შედეგი ჩემი და მისი ბრძოლისა ადგილობრივი ხელისფლების კრიმინალური სქემის წინააღმდეგ. ეს მასალები მომაკვდინებელია გუბერნატორისთვის და მისი კრიმინალი მეგობრის დათო შენგელიასთვის”, - განაცხადა ჯგუშიამ. მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ბესიკ ჯგუშია „ფეისბუკზე“ მანანა ლაგვილავას ფსევდონიმით პოსტავდა, რომელშიც ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებსა და სუს-ის თანამშრომლებს ამხელდა. გარდა ამისა, ჯგუშიას განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" ბესიკ ჯგუშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენასაც გეგმავდა. ჯგუშია ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებისგან მისი და ბესიკ ჯგუშიას ოჯახების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს. თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში "თავისუფალი საქართველოს" წევრის ბრალდებებს „ზღაპრებს“ უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შემთხვევა ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ჯგუშია
zugdidelebi
თენგიზ ჯგუშია
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია
Radio Atinati
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: არჩევნებს „ოცნება“ უღვთოდ ა...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდის მერობის მსურველებს მოვუწოდებ, ნუ მიი...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია-"მთავრობა მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმირებულ...
odishitv