მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: არჩევნებს „ოცნება“ უღვთოდ აყალბებს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას მტკიცებით, ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს სხვადასხვა მეთოდით აყალბებს. ამის შესახებ კანდიდატმა მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჯგუშიას თქმით, მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, მათი დაშინება და მოსყიდვა. „„ჩვენ გვაინტერესებს რა გაუკეთებიათ აქამდე, რატომ იყრიან კენჭს, რა დამსახურებები ჰქონდათ საზოგადოებრივ ასპარეზზე. როდის აუმაღლებიათ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა და ა.შ.“ოცნება“ უღვთოდ აყალბებს არჩევნებს ფსიქოლოგიური ტერორით,ხალხის დაშინებით და მოსყიდვთ.აი, კონკრეტულად დღეს ადამიანები შეხვედრაზე არ მოდიან იმის გამო,რომ ოცნება სეზონურად სიყალბით ასაქმებს ადამიანებს აგიტატორობაში, კოორდინატორობაში და თავის წინასაარჩევნო მანიპულაციებში“, - თქვა ჯგუშიამ. მან ზუგდიდელებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მოღალატეებად მიიჩნევს. „გინდათ გამარჯვება? დაამარცხეთ შიში. გინდათ თავისუფლება? ნუ გახდებით ოცნების მათთვის ხმის მიცემას 19-ში, ზუგდიდის წინაშე იქნება დამნაშავე.მომავალ თაობებს უზღუდავთ თავისუფლებას“, - მიმართა მან ზუგდიდელებს. თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ფაშიზმზე გამარჯვებით მოპოვებული თავისუფლება ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა და საკუთარ მოსახლეობას, ჯგუშიას სიტყვებით, „ქართველ ხალხს დაუბრუნდა ფსიქოლოგიური ფაშიზმი“. ჯგუშიასთან ერთად ბრიფინგზე მისი მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, რომთაც ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „მართე შენი ზუგდიდი შენს რჩეულთან ერთად“, „გაამარჯვებინე უკეთესს-ჯგუშია უჯგუ“, „მათი დრო წავიდა, ახლა ხალხის მსახურების დროა“. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
გაშიფრული პოლიტიკური თამაშები თუ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტი...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი- ზვიად (დომენტი) სი...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დავით თორდია
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის თბილისში უბნების...
Radio Atinati
სიჭინავა: იმედი მაქვს, ზუგდიდი აჩვენებს, რომ დემოკრატიული არ...
Radio Atinati