სიჭინავა: იმედი მაქვს, ზუგდიდი აჩვენებს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია

20.10.2017 00:47

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ ხმა ზუგდიდის მერვე საარჩევნო უბანზე მისცა. მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები ექსცესების გარეშე ჩაივლის. „ვიმედოვნებ, გავრცელებული ჭორები აჟიოტაჟის შესახებ არ შესრულდება. ხალხი გამოვა და გააკეთებს არჩევანს, რადგან სწორედ ის ირჩევს ხვალინდელ დღეს. იმედი მაქვს ჩემი ქალაქი აჩვენებს, რომ შეიძლება, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა სიჭინავამ. დომენტი სიჭინავა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: