თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის თბილისში უბნების გახსნას ითხოვს
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ცესკოს წერილობით მიმართავს, რომ თბილისში 19 მაისს რამდენიმე უბანი გაიხსნას. ამის შესახებ მან დრს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა. შესაბამისი თხოვნით მიმართა ასევე კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს. ჯგუშია ამბობს, რომ თბილისში ზუგდიდში ჩაწერილი მოქალაქეები ცხოვრობენ და საარჩევნოდ ქალაქში ჩამოსვლასა და ხმის მიცემას ვერ ახერხებენ, რაც გაყალბებისა და მოსყიდვის შესაძლებლობას იძლევა. „სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ არიან წასულები და ასე შემდეგ, ვერ ახერხებენ ზუგდიდში ჩამოსვლას არჩევნების დროს, რასაც კარგად იყენებს ხელისუფლება. ურეკავენ და ეუბნებიან, ჩვენ ჩამოგიყვანთო, რაც, თავისთავად, მოსყიდვაა. ეს შანსი რომ გამოვრციხოთ, მე წერილობით მივმართავ ცესკოს, რათა, დედაქალაქში რამდენიმე უბანი გაიხსნას, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება“, - თქვა ჯგუშიამ. მის საპასუხოდ მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. „თუ ბატონი თენგო ჯგუშია მოგვმართავს წერილობით, წარვადგენ ცესკოში და შემდეგ, ალბათ ცესკო იმსჯელებს ამაზე, წარდგეს თუ არა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახის“, - უთხრა ჟურნალისტებს მესხმა. რაც შეეხება ჯგუშიას კანდიდატად რეგისტრაციას, მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს, რომელიც, ჯგუშიას თქმით, განაცხადს დღესვე შეიტანს. დამოუკიდებელ კანდიდატს კი რეგისტრაციისთვის 1 207-ზე მეტი ამომრჩევლისხ ხელმოწერის წარმოდგენის ვადა 9 აპრილამდე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თენგიზ ჯგუშია: ზუგდიდის მერობის მსურველებს მოვუწოდებ, ნუ მიი...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშიას შემაჯამებელი შეხვედრა
Livepress. ge
თენგიზ ჯგუშია გზების მოწესრიგების მოთხოვნით მათ გადაკეტვას ა...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ახალგაზრდებს შეხვდა
Radio Atinati
ზუგდიდელი ბიზნესმენი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს
Radio Atinati
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს
Radio Atinati
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: არჩევნებს „ოცნება“ უღვთოდ ა...
Radio Atinati