ზუგდიდელი ბიზნესმენი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც მერიას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს, აქციებს ორშაბათიდან პროკურატურის წინ გააახლებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მერიასთან უთხრა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, შეხვედრა არ შედგა. თავიდან მაიზერ ნანავა მიქავასა და მის ადვოკატს სთავაზობდა შეხვედრას, თუმცა მედიისა და აქციაზე მისული თენგიზ ჯგუშიას გარეშე მიქავამ და მისმა ადვოკატმა შენობაში შესვლა არ მოინდომეს. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, როცა მიქავა შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალებას მას სამართალდამცავები არ აძლევდნენ. „მე ვითხოვ, რომ აღსრულდეს კანონიერი გადაწყვეტილება ჩემს საქმეზე, აღასრულოს მერიამ და საკრებულომ ჩემს სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი და გაუქმდეს ჯარიმა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით, რომლის დაკისრება სურს ჩემთვის მერიას და მაიზერ ნანავას. ის შემხვდა მე და მითხრა, რომ ჯარიმის შესახებ დავალება პროკურატურისგან მიიღო“, - აღნიშნა მიქავამ. ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მიქავა და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი ქუჩაში დახვდა და პასუხი მოსთხოვა პირგასამტეხლოს გამო. ის ამბობს, რომ სასამართლოში შეტანილი საჩივარი კანონიერია და ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა არ უნდა დაკარგოს. „თუ მიაჩნიათ, რომ სავადოა, იდაონ სასამართლოში, მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურატურას ჩემთვის არაფერი დაუვალებია, ძალადობრივ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ. ყველაფერს აქვს საზღვარი, მუქარით რომ მესაუბრება... „, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნანავამ. მანანა მიქავა კი ამბობს, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორშაბათს პროკურატურის წინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს და პირს ამოიკერავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მანანა მიქავა: ზუგდიდის მერიამ 4 მილიონამდე ლარის გადახდას უ...
Radio Atinati
ზუგდიდელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის დ...
Livepress. ge
ზუგდიდელი ბიზნესმენი წართმეული ბიზნესისა და ქონების დაბრუნებ...
makho Basy
ზუგდიდში გულუას სკვერის მიმდებარედ გარემოვაჭრეების ჯიხურები...
Radio Atinati
ზუგდიდელი ბიზნესმენის სხვა სამყარო- თვითნასწავლი მხატვარი რე...
Radio Atinati
ბიზნესმენი ზუგდიდის მერს სიცრუეში ადანაშაულებს
Radio Atinati
ვახტანგ კაკულია: "მე ვარ ბიზნესმენი და რა შუაშია ჩემი ძმა"
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრი...
Radio Atinati