მანანა მიქავა: ზუგდიდის მერიამ 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა ამბობს, რომ ზუგდიდის მერიამ პროკურატურაში მისი 3 მილიონ 700 ათასი ლარით დაჯარიმების თაობაზე სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ მან დღეს მერიის წინ გამართულ აქციაზე თქვა და დასძინა, რომ სადავო ტერიტორიის დაბრუნებასა და საქმიანობის უფლებას ითხოვს. როგორც მიქავა განმარტავს, მის წინააღმდეგ აღნიშნული მოთხოვნა მერიამ ერთხელ უკვე დააყენა, თუმცა, მოგვიანებით, სარჩელი უკან გამოითხოვა. „მე ვფიქრობ, რომ ცდილობენ ჩემი ქონების მითვისებას. უკანონოდ უნდათ ჩემთვის ჯარიმის გამოწერა მაშინ, როდესაც მათ არ მომცეს საშუალებება ვალდებულებები შემესრულებინა. მერიას მიწასთან დაკავშირებით ხელახლა უნდა წამოეწყო საქმისწარმოება, თუმცა ეს არ გააკეთეს. ჩემ მიერ წარდგენილ პროექტებსაც არ განიხილავენ. მომცენ ნებართვა და ვალდებულებესაც შევასრულებ“, - აღნიშნა მიქავამ. ის მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ნანავა ადგილზე არ იმყოფებოდა. მიქავას მხარდაჭერა გამოუცხადა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და „ სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამაც. საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას ოთხმილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდელი ბიზნესმენი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს
Radio Atinati
ზუგდიდში გულუას სკვერის მიმდებარედ გარემოვაჭრეების ჯიხურები...
Radio Atinati
ზუგდიდში ქართული ოცნების შტაბთან აქცია დასრულდა
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრი...
Radio Atinati
ბიზნესმენი ზუგდიდის მერს სიცრუეში ადანაშაულებს
Radio Atinati
ინციდენტი ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენმა მამუკა წოწერიას...
Radio Atinati
მანანა გამსახურდია - არჩვაძე ზუგდიდში
Radio Atinati
აქციის მონაწილეები POSTV-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
Radio Atinati