ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ახალგაზრდებს შეხვდა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციები მერიის საქმიანობაზე მთავარი მონიტორინგის ფუნქციას შეასრულებენ. მისივე თქმით, მომავალი თაობას უნდა შეუქმნან ისეთი პირობები, რომ მათ არ მოუნდეთ საკუთარი ქალაქიდან გასვლა. კანდიდატის განმარტებით მერია ახალგაზრდების მიმართ უნდა ახალისებდეს სამ რამეს: ხარისხიან სწავლას, შრომისთვის ახალგაზრდების ეფექტურ მომზადებას და ახალგაზრდობის გართობას. „თვითმმართველობა,რომ ვაქციოთ რეალობად და არ დარჩეს ისეთ ქიმერად,როგორც დღეს არის, ახალგაზრდები უნდა ვაქციოთ ყველაზე აქტიური მოქალაქის ავანგარდულ ამპლუაში მყოფ სოციალურ მთავარ ჯგუფად,ანუ არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩემი მერობის პირობებში ახალგაზრდობა იქნება ფაქტიური მოქმედი ჩრდილოვანი კაბინეტი ზუგდიდის მერიის. მე შევქმნი ახალგაზრდობის ყველა სეგმენტზე დაკვეთებს მივიღებ ახალგაზრდებისგან. მოვახდენთ ამ ყველაფრის შეჯამებას,განხილვას,შეჯერებას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს თვითმმართველობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელების კუთხით. მერია უნდა ახალისებდეს მხოლოდ სამ რამეს ახალგაზრდობის მიმართ:მაღალხარისხიან სწავლას,ეფექტიან შრომისთვის ახალგაზრების მომზადებას და რა თქმა უნდა ახალგაზრდობის გართობას. გვეყოლება დამაგრებული ახალგაზრდობა და არა მოგერიებისთვის განწირული ახალგაზრდობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალგაზრდის ყველა პრობლემის ინვენტარიზება უნდა იყოს მერის ძირითადი ფუნქცია და ნომერ პირველი ამოცანა, ასე ვაპირებ მე“, - აღნიშნა ჯგუშიამ. მერობის კანდიდატი ზუგდიდელ ახალგაზრდებთან შეხვედრა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თენგიზ ჯგუშია და „ოცნების აგიტატორი“ ერთმანეთს დაუპირიპირდნე...
Radio Atinati
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია კონკურენტებს აკრიტიკებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის თბილისში უბნების...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშიას მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: არჩევნებს „ოცნება“ უღვთოდ ა...
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია: იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ ზუგდიდში მ...
Radio Atinati
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი სერგეენკოს: თქვენზე უკეთესი...
Radio Atinati