გაშიფრული პოლიტიკური თამაშები თუ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური სიბეცე
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ორ ოპოზიციურ პარტიას დომენტი სიჭინავს ფარულ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, „ევროპული საქრთველოსა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები ზუგდიდში დამოუკიდებელ კანდიდატს ფინანსური სარგებელის გამო უჭერენ მხარს. ამის დასტურად მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ურჩია ენახათ ვიდეო, რომელშიც „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის ცოლი მოსახლეობას სიჭინავას მხადაჭერისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეო მიმართვა „ფეისბუქზეა“ განთავსებული. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ თამაშში ჩართულია "ევროპული საქრთველო", თუმცა ყურადღებას გავამახვილებ "დემოკრატიულ საქართველოზე", მისი თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან არის გაწვრთნილი სხავადასხვა მაქინაციებში „ბაღდადის ბუზივით" დაეწაფა სიჭინავას ფინანსებს. მან თავის მეუღლეს დაამზადებინა ვიდეო რგოლი, რომელიც რამოდენიმე დღე ტრიალებდა სოციალურ ქსელებში. ქალბატონი ქება-დიდებას ასხამდა დომენტი სიჭინავას და ყველას მოუწოდებდა მისი მხადაჭერისკენ, მაშინ როდესაც "დემოკრატიულ საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატად ბატონი ზურაბ ჯიჯოლავა ჰყავს. ვფიქრობ, რომ ბატონი ჯინჯოლავა არ არის იმფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ "პატრიოტთა ალიანსი" ვემიჯნებით ამგავრი მეთოდებს, პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას და მოვუწოდებთ აღნიშნულ პარტიებს გააკეთონ განმარტება“, - აცხადებს ბიგვავა. „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი მიიჩნევს, რომ თავად დომენტი სიჭინავა „ქართული ოცნების“ პროექტია, თუმცა ამ ეტაპზე მმართველმა გუნდმა მასზე კონტროლი დაკარგა. „სიჭინავა თავიდანვე მმართველი პარტიის პროექტი იყო, თუმცა მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა თამაში და მთავრობამ მასზე კონტროლი დაკარგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვების შემთხვევში ის „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდება“, - თქვა მან. ბიგვავას ბრალდება გაუგებარია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებისთვის. „რატომ უნდა ვიყოთ სიჭინავას მხარდამჭერები, როდესაც ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. დომენტი სიჭინავასთან გარიგებაზე საუბარი არის პოლიტიკურად ბეცი ორგანიზაციის განცხადება. ასეთი მერობის კანდიდატი ჩენი ქალაქის სირცხვილია და მისი პოლიტიკური ინტელექტი, რომ ფაქტობრივად ნულის ტოლია, მისი განცხადებიდანაც ჩანს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ. დომენტი სიჭინავას საარჩევო შტაბში კი რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გოგიტა ბიგვავას არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ. „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ოფისში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით, ბიგვავას ბრალდების გაცნობის შემდეგ გააკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რა პოსტებს მოითხოვენ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის წევრები...
TV Pirveli
პოლიტიკური პარტიები „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ - არჩევნ...
შავქოლგიანთა აქცია - რა სურს „პატრიოტთა ალიანსს“?
რადიო თავისუფლება
„მოქალაქეების“ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დავით თარხან მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ოფისის...
მეცხრე ტალღა
თოქ - შოუ კანდიდატი (11.08.2016)
RADIO ATINATI
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდელი წევრი: ლგბტ და კოლგოტიანი მამ...
Radio Atinati