პოლიტიკური პარტიები „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ
ოპოზიციის ნაწილი „დოსიეს“ მიერ „პატრიოტთა ალიანსზე“ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე პროკურატურისგან და სუს-ისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მათი განმარტებით, ამ ანგარიშებში დასტურდება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებასა და საარჩევნო კამპანიისთვის ინსტრუქციებს რუსეთიდან იღებს. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საკითხის მოკვლევა აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა და თუ აუდიტის სამსახური პრობლემას აღმოაჩენს, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება. „პატრიოტთა ალიანსში“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს უკვე ახორციელებს. როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, „დოსიეს“ მიერ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, კიდევ უფრო აქტიურად მოხდება „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლა - როგორც შემოწირულობების, ისე ხარჯების ნაწილში. „პატრიოტთა ალიანს“ მასალების წარსადგენად ვადა 7 სექტემბრამდე აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას შეუერთდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი პოლიტიკური ალიანსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკურმა პარტიებმა დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს
Radio Atinati
#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაშიფრული პოლიტიკური თამაშები თუ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტი...
Radio Atinati
🔴 დღის კომენტარი 13:00 საათზე (17.08.2024)
ქართული ალტერნატივა