ოპოზიცია საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათი ნაწილი არ აპირებს უარის თქმას საბიუჯეტო თანხების მიღებაზე. შესაბამისი თანხმობის წერილით ცესკო-ს ათმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსება ყველა იმ პარტიას ეკუთვნის, ვინც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და სწორედ ამ შედეგის გათვალისწინებით მიიღებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საბიუჯეტო თანხებს. ბიუჯეტიდან თანხის მიღების თაობაზე თანხმობის წერილი უკვე დაწერილი აქვთ „ევროპულ საქართველოს“, ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“. ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკმა „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“. საბიუჯეტო თანხებს, თანხმობის წერილის საფუძველზე, მიიღებს „პატრიოტთა ალიანსიც“. ჯერ შესაბამისი წერილი ცესკო-ში არ წარუდგენია ბარიერგადალახულ ოთხ პოლიტიკურ პარტიას. „ლელოში“ აცხადებენ, რომ ისინი პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ, მოითხოვონ თუ არა საბიუჯეტო თანხები, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ „ლეიბორისტულ პარტიაში“. „გირჩსა“ და პარტია „მოქალაქეებში“ კი აცხადებენ, რომ ისინი ამ მოთხოვნით ცესკო-ს არ მიმართავენ, რადგან მათთვის გაუგებარია, რატომ განაცხადეს თანხმობა თანხის მიღებაზე პარტიებმა, როდესაც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მმართველი გუნდის გზავნილები ოპოზიციას / ოპოზიციის კოლექტიური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუჯეტის პროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
“ოცნება“ ოპოზიციას სახელმწიფო დაფინანსებას ართმევს
ამერიკის ხმა
ოპოზიციის არშემდგარი ბოიკოტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების სადამსჯელო ღონისძიება თუ საბოტაჟის პრევ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„ევროპული საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster