მმართველი გუნდის გზავნილები ოპოზიციას / ოპოზიციის კოლექტიური დღის წესრიგი ირღვევა #LIVE

09.12.2020 01:04:05

• „ქართული ოცნების“ გზავნილები ოპოზიციას - მმართველი პარტია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს, რომელმაც არჩევნების შედეგები უნდა გამოიძიოს; ოპოზიციის ნაწილი კომისიას უნდობლობას უცხადებს, მმართველი გუნდი კი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გადახედვასა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბრობს; • ოპოზიციის კოლექტიური დღის წესრიგი ირღვევა - პარტია „მოქალაქეები“ „ევროპულ საქართველოს“ უპირისპირდება, რომელსაც ოპოზიციური პარტიების საბოტაჟსა და მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს, „გირჩი“ კი პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ნულპროცენტიან ბარიერს ითხოვს და აცხადებს, რომ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სხვების დაყოლიებასაც შეეცდება; • 20 959 ტესტირებული მოქალაქე, ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელების 3 895 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში - ქვეყნის ეპიდ-რუკაზე დედაქალაქი კვლავ ცხელ წერტილად რჩება; ჯანდაცვის სისტემა საწოლ-ფონდის რესურსების გადატვირთვას და ავადმყოფების ბინაზე მართვის ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს; • კოვიდ-ეპიდემიის პარალელურად მსოფლიო შესაძლოა, ახალი დაავადების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს - ინდოეთში ახალი, აქამდე უცნობი დაავადება გამოჩნდა; პაციენტების უმეტესობას ღებინება, კრუნჩხვა და გონების დაკარგვა აღენიშნება, სისხლში კი ტყვიისა და ნიკელის დიდი კონცენტრაცია აღმოჩნდა; ჰოსპიტალიზებულ 500 ადამიანს შორის უმეტესობა არასრულწლოვანია; დაიღუპა ერთი ადამიანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო