#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება
მმართველი გუნდის ახალი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციის მისამართით. „ქართული ოცნების“ ტონი გამკაცრდა. თუ დღემდე სახელისუფლებო პარტია პარლამენტში ოპოზიციის არშესვლის ჩამკეტი ბერკეტების ამოქმედებას აანონსებდა, უკვე დღეს გეგმავს, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტოს ყველა ოპოზიციონერს, რომელიც შესაბამის განცხადებას დაწერს. მასშტაბური საარჩევნო რეფორმა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე - ასეთია ხელისუფლების გეგმა, რომელიც ოპოზიციას ორ ჯგუფად ყოფს - ამბოხის სცენარის მონაწილეებად და ამ სცენარისგან გამიჯნულ პოლიტიკოსებად. ოპონენტთა ნაწილის რეაქციები მძაფრია, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის განცხადების იმ ნაწილზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას ეხება. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც დღეს მმართველმა პარტიამ დააანონსა, პარტიების დაფინანსების წესს ეხება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საკანონმდებლო საქმიანობაზე, საბიუჯეტო დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ. მმართველ გუნდში საარჩევნო საკითხებზე პოზიციების დაახლოვების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში კრიზისის შექმნის მცდელობაში ოპონენტებს ადანაშაულებენ. ოპოზიციაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება დღეს გაკეთებული განცხადებებით, მოლაპარაკებების ჩაშლას და მათ დაშანტაჟებას ცდილობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – სპეციალური გამოშვება - 1 ნ...
„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა
Radio Atinati
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს...
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შეჯამებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პოლიტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება - შეფა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 “ქართული ოცნების” განცხადება და ოპოზიციის პა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster