ოპოზიციის არშემდგარი ბოიკოტი
არშემდგარი საპარლამენტო ბოიკოტი. საპარლამენტო არჩევნებიდან წელიწადნახევრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია თითქმის მთელი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ერთადერთი მანდატის მიღებას დათანხმდა „ლეიბორისტების“ ლიდერიც, რომელიც დღემდე ბოიკოტის რეჟიმში იყო და პარლამენტში შესვლის გამო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მწვავე კრიტიკას არ აკლებდა. შალვა ნათელაშვილი დღემდე გაკეთებულ განცხადებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების ახსნას გამოკითხვის შედეგებით და საკუთარი ამომრჩევლების მოთხოვნით ცდილობს, მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ „ლეიბორისტების“ თავმჯდომარის პოზიცია საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვის საფრთხემ შეცვალა. თუმცა, ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდეს. სამშაბათს გაირკვევა, დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებას მხარს და შეუწყვეტს თუ არა ოთხ დეპუტატს, მათ შორის ნათელაშვილს, მანდატს ვადაზე ადრე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 9 ივლისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუდკოვის არშემდგარი ქართული ვოიაჟი
TV IMEDI
არშემდგარი პოლიტიკური ფრონტი - ოპოზიცია გეგმაზე ვერ თანხმდებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფანატიკოსი მხატვარი
TV IMEDI
იმედი LIVE - 1 მარტი 2023 წელი
TV IMEDI
#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად 30 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 22 თებერვალი, 2024 #...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster