#მოამბე 21 საათზე, 9 ივლისი, 2024 #LIVE

09.07.2024 57:39

• ერთიანობის დემონსტრირების მიუხედავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება; მაღალი თანამდებობის პირები პარტიის დატოვებას გეგმავენ, უფრო ადრე გამიჯნულები კი ახალ ფლანგზე ჯგუფდებიან - „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დანაყოფის სტრატეგია, ოპოზიციის ამბიციები და არშემდგარი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე • NATO-ს საიუბილეო სამიტის გახსნა ვაშინგტონში და საქართველო ახალი გზავნილების მოლოდინში; ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელთან, სამიტის დატვირთული დღის წესრიგი და ქართული დელეგაციის მოლოდინი - „მოამბე“ ვაშინგტონიდან • დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს - ამერიკული მედია ნატოს საიუბილეო სამიტს მოქმედი პრეზიდენტის კიდევ ერთ ტესტს უწოდებს, პოლიტიკური ელიტა კი ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობს და მის შემცვლელებსაც განიხილავს • ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისი დედამიწის ატმოსფეროზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა; სპეციალისტები გლობალური დათბობის ნიშნებზე საუბრობენ და რეკორდულ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ - მაღალი ტემპერატურით დაზარალებული ქვეყნები და პროგნოზები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: