პოლიტიკურმა პარტიებმა დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს
რვა აგვისტოს ომში დაღუპულ დავით ჯიქიას ხსოვნას, დღეს პატივი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიაგეს. ომში დაღუპული გმირის სასფლაო მათ გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილის მშობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თენგიზ გუნავას თქმით, რუსეთ საქართველოს ომი შედეგი იყო ძალიან მძიმე, ბევრი ღირსეული ადამიანი დაიღუპა, მაგრამ საქართველო გადარჩა ამ ომში და აგრძელებს ბრძოლას. საქრთველოს თანამედროვე ისტორიის უმძიმესი თარიღი უწოდა თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდტმა ირაკლი ჩიქოვანმა რვა აგვისტოს და ომში დაღუპული ადამიანების მიმართ მადლიერება გამოხატა. ადგილზე იმყოფებოდა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა, მან 8 აგვისტო შეაფასა როგორც საქართველოსთვის უმძიმესი დღე. ჯიქიას ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორიამ მისუამძიმარა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღეს ძალიან მძიმეა საქრთველოს ისტორიაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ნარკოპოლიტიკის თემაზე ზუგდიდში იმსჯელეს
Radio Atinati
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო დებატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო დებატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
0
დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმო...
Parliament of Georgia