დებატები საქართველოს პირველ არხზე
14 სექტემბერს, 22 საათზე, საქართველოს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები გაიმართება. მას გიორგი გვიმრაძე გაუძღვება. მონაწილეების რიგითობა მათი საარჩევნო ნომრის მიხედვით განისაზღვრება. სპიკერები თავად პარტიებმა შეარჩიეს. წამყვანის შეკითხვების გარდა, მონაწილეებს შეუძლიათ კითხვები ერთმანეთსაც დაუსვან. დებატისთვის, რომელიც მინიმუმ საათნახევარი გაგრძელდება, სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის #68 ნომერში. პარტიების წარმომადგენლებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ. 21 სექტემბერს კი, საქართველოს პირველი არხი დებატში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს იწვევს. საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურად ცდილობს მაყურებელს საშუალება მისცეს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და ყოველდღიურად, პოლიტიკური გადაცემების გარდა, ეთერს უთმობს არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს ყველა საინფორმაციო გამოშვებაში. ასევე, თანაბრად შუქდება კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობა. დებატებში მონაწილეობას მიიღებს 11 კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი. კერძოდ: „მესამე ძალა“ -N1; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – N2; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – N5; „ევროპელი დემოკრატები“ – N6; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – N7; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – N8; „ლელო“ – N9; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – N10; „კანონი და სამართალი“ – N12; „გირჩი“ – N36 და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – N41; დებატები საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში 22:00 საათზე შედგება. 21 სექტემბერს კი დებატები, თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster