დებატები საქართველოს პირველ არხზე

21.09.2021 00:33

დებატები თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დღეს საქართველოს პირველ არხზე 22 საათზე გაიმართება. დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა მერობის 16-ვე კანდიდატმა განაცხადა. კანდიდატებს ექნებათ თანაბარი პირობები, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ. სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის #68 ნომერში.

საქართველოს პირველ არხზე უკვე გაიმართა დებატები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 14 სექტემბერს, დებატებში ათი კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani