დებატები საქართველოს პირველ არხზე

14.09.2021 04:43

დღეს 22 საათზე პირველ არხზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ 11 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელები დადგებიან. დებატისთვის, რომელიც მინიმუმ საათნახევარს გაგრძელდება, სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის 68 ნომერში. პარტიების წარმომადგენლებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ. 21 სექტემბერს კი საქართველოს პირველი არხი დებატებში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს იწვევს. მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში სივრციდან სადაც რამდენიმე საათში დებატები გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: