#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2020 #LIVE

23.12.2020 01:08:40

▶ წითელი ხაზი პოლიტიკურ ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის - კანონპროექტით, რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით მიიღო, პარტიების დაფინანსებისა და სხვა ბენეფიტების მიღების წესი იცვლება; ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების დაშანტაჟებად აფასებს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით კი კანონპროექტი ვენეციის კომისიას და ოდირს ეგზავნება; ▶ პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში - “პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის; ავთანდილ ენუქიძე ოპოზიციის სტრატეგიას ემიჯნება და ბრძოლას საპარლამენტო ტრიბუნიდან განაგრძობს; მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ დეპუტატთა უმრავლესობა გადაწყვეტილებას შეცვლის და ქუჩაში დარჩენას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას არჩევს; ▶ გიორგი გახარიას მოსმენა უმრავლესობის სხდომაზე და მომავალი მთავრობის პრიორიტეტები - ევროკავშირში წევრობის განაცხადი, პოსტპანდემიურ პირობებში ძლიერი ეკონომიკური სასტარტო პირობები, საჯარო მოხელის კომპეტენციის ზრდა და წამლების ფასისა და მოქალაქეთა ჯიბიდან სამკურნალო ხარჯების შემცირება; ▶  საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ტელეკომპანია „ბიბისისთან“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაბიჯები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად - პროექტი 50:50 მაუწყებლის კონტენტში სრული გენდერული ბალანსის მიღწევას უზრუნველყოფს; მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განხორციელება რამდენიმე წელზეა გათვლილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: