შემთხვევა ზუგდიდში

15.05.2019 00:58

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თენგიზ ჯგუშია მივიდა. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან, გიორგი შენგელიასთან შეხვედრას ითხოვდა. აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. უცნობმა პირებმა ჯგუშიას, მისთვის გაურკვეველი ნივთი ესროლეს. დამოუკიდებელი კანდიდატი ვითარების დაძაბვაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი, ჯგუშიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: