სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დაკითხავს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობები განიხილა. ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებადამცველი ორგანიზაციის საიას იურისტებმა სხდომაზე მოწმის სახით იმ დროისთვის გამგებლის მოვალეობის შემსულებლის გურგენ სართანიას დაკითხვისა და საქმეზე სხვადასხვა დოკუმენტაციის დართვის შუამდგომლობები დააყენეს, რაც მოსამართლე ლაურა მიქავამ დააკმაყოფილა. სასამართლო 2016 წლის 19 ნოემბრის გამგეობის შენობასა და გარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკადრების ჩანაწერს გამოითხოვს. სოფლის ყოფილი რწმუნებულები კომისიის ერთ-ერთი წევრის, ლავრენტი ალანიას გასაუბრებაზე ყოფნას უარჰოფენ და ამბობენ, რომ ამის დამტკიცება სწორედ ვიდეოჩანაწერების ამოღებით იქნება შესაძლებელი. „ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს ის, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ჩაინიშნა ატესტაცია. სადავო არის ის, ხომ არ მოხდა პოლიტიკური ნიშნით პირების დისკრიმინაცია და ამ ატესტაციის საფუძველი იყო თუ არა დისკრიმინაცია. ამასთან დაკავშირებით სართანიას დაკითხვა არსებითად მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩ...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati
საია-ს ზუგდიდის ოფისმა გამგეობის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტ...
Radio Atinati
გათავისუფლებული თანამშრომლები მუნიცილალიტეტის გამგეობას ნეპო...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა...
Radio Atinati
გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტი...
Radio Atinati
ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს...
Radio Atinati