გათავისუფლებული თანამშრომლები მუნიცილალიტეტის გამგეობას ნეპოტიზმში ადანაშაულებს

01.02.2017 02:53

ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია ღურწკაიამ თანამოაზრეებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ისინი სამსახურიდან მათ გათავისუფლებას უკანონობას უწოდებენ და საატესტაციო კომისიას სხდომის ოქმების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მაია ღურწკაიამ ჩატარებულ ატესტაციას ფარსი უწოდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა გვერდს უვლის კონკურსის ორ ეტაპს და თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებს მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე დანიშნავს. „ეს არის ნეპოტიზმი, ეს არის პოლიტიკური ნიშანი. მათ მოჰყავთ თავიანთი ნათესავები ჩვენს თანამდებობზე და მოჰყავთ ის ადამიანები, ვინც ჰყავდათ მათ პარტიაში დასაქმებული“, - განმარტა ღურწკაიამ. მათ ბრალდებებს გამგებლის მოადგილემ და საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის კანონი იძლევა საშუალებას, ადამიანები გასაუბრების საფუძველზე დანიშნოს. მისი თქმით, ამით ხარჯებიც შემცირდა. „ერთადერთი კრიტერიუმი სამსახურში აყვანის იყო პროფესიული და პიროვნული თვისებები... არანაირი ნეპოტიზმი და პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ოქმების გაყალბებას, არსებობს რეგისტრაციის ფურცელი, რომელზეც ყველა წევრს ხელი აქვს მოწერილი“, - აღნიშნა წოწერიამ. ცნობისთვის, გამგეობიდან 28 თანამშრომელი, ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად, სამსახურიდან დაითხოვეს. მათ საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
01:01

ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილ...

Radio Atinati

გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა სამართალი
00:44

გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: მოსამართლემ მოკლა...

Radio Atinati

კაჭრეთის ტ/ორგანოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში იჩივლებენ
01:06

კაჭრეთის ტ/ორგანოდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლ...

ტელეკომპანია თანამგზავრი

გათავისუფლებული თანამშრომლები ახალციხეში
01:44

გათავისუფლებული თანამშრომლები ახალციხეში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ფრონტერას“ თანამშრომლების აქცია
01:50

„ფრონტერას“ თანამშრომლების აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია ბორჯომში - მესამე დღე
01:20

საპროტესტო აქცია ბორჯომში - მესამე დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია ბორჯომში
01:01

საპროტესტო აქცია ბორჯომში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტის მე-11 დღე ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ
00:26

პროტესტის მე-11 დღე ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლები დახმარებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო