გათავისუფლებული თანამშრომლები ახალციხეში
გიორგი გახარიას პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურებიდან გაათავისუფლეს. დედის, მარინა აბულაძის თქმით, 24 აგვისტოს მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა მასთან ერთად ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი, თამარ აბულაძე კაბინეტში დაიბარა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, რაზეც დებმა უარი განაცხადეს. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ლევან თათოშვილმა გიორგი გახარიას პარტიიდან სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორობა გადაწყვიტა და ამის შესახებ ბრიფინგი გამართა, რამდენიმე საათში ჯერ დეიდამ, მოგვიანებით კი დედამ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიღეს. მარინა აბულაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წლიდან მუშაობდა ააიპ ახალციხის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში იურისტის პოზიციაზე. მისი და, თამარ აბულაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი დღეს არც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს და არც ბაღების გაერთიანების წარმომადგენელს არ გაუკეთებიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"ბაღების გაერთიანებიდან" გათავისუფლებულმა იურისტმა სასამართლ...
მეცხრე არხი ახალციხე
გათავისუფლებული თანამშრომლები
TV IMEDI
გათავისუფლებული თანამშრომლები
Science Education and Culture Workers Union
გათავისუფლებული თანამშრომლები მუნიცილალიტეტის გამგეობას ნეპო...
Radio Atinati
გათავისუფლებული თანამშრომლები 10- 02-2016
TV4. ge
ფოსტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
,,ბი-ენდ-პიდან'' გათავისუფლებული თანამშრომლები შიმშილობით იმ...
მეცხრე ტალღა