ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, მაია ღურწკაისა და ქეთო ტაბაღუას საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია ატესტაციის გასაუბრების ეტეპს ხელახლა გაივლის. რაც შეეხება ქეთო ტაბაღუს, სამსახურში მისი აღდგენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება, თუმცა მას ექნება შესაძლებლობა გამგეობას მისი პოზიციის მიზანმიმართულად გაუქმების ან მორალური ზიანის მიყენების გამო კვლავ უჩივლოს. ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლ...
Radio Atinati
სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის და...
Radio Atinati
ზუგდიდის სასამართლო კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელს...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 ს...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩ...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები
Radio Atinati
საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს...
Radio Atinati
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...
Radio Atinati